2013-06-06

აპენდექტომია. ოპერაციის მსვლელობის აღწერა

აპენდექტომია. ოპერაციის მსვლელობის აღწერა.



აპენდექტომია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს, რის გამოც ხდება ოპერაციული ჩარევა.
გთავაზობთ კლასიკური აპენდექტომიის ინტრაოპერაციულ აღწერას.

პაციენტი: 21 წლის
წინასწარი დიაგნოზი: მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი.



operaciis aRwera:

1.   pacientis mdebareoba saoperacio magidaze: ზურგზე წოლით;
2.   saoperacio aris damuSaveba: ბეტადინის ხსნარით
3.   saoperacio midgoma: მაკ-ბურნეი-ვოლკოვიჩის ირიბი განაკვეთი
4.   operaciisas gamovlenili paTologiuri cvlilebebis aRwera: მკვრივი, ჰიპერემიული, ფიბრინული ნადებით, დაძაბული, 15 სმ სიგრძის აპენდიქსი.
5.   intraoperaciuli diagnozi: მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი
6.   operaciis msvlelobis aRwera:
ინტრავენური ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტს მაკ-ბურნეი-ვოლკოვიჩის განაკვეთით შრეობრივად გაიხსნა მუცლის ღრუ. ჭრილობაში ამოტალია ბრმა ნაწლავის ტერმინალური ნაწილი ჭიაყელა ნაწლავთან ერთად, რომელიც შეშუპებულია, ჰიპერემიული, დაძაბული, ფიბრინის ნადებებით , 15 სმ სიგრძის. მოხდა აპენიქსის ჯორჯლის გამოყოფა და მოკვეთა. ჰემოსტაზის კონტროლი: მშრალი. განხორციელდა აპენდექტომია,  ტაკვი დამუშავდა და დაიდო ქისისებრი და Z-სებრი ნაკერები. მცირე მენჯის რევიზიისას აღმოჩენილი იქნა 10-20 მლ მღვრიე სითხე, რომელიც აღებულ იქნა ბაქტერიული დათესვისათვის და ამოიშრო.  ჩატარდა მარჯვენა თეძოს ფოსოს სანაცია. მცირე მენჯში ჩატოვებულ იქნა დრენაჟი. მუცლის ღრუს შრეობრივად დაიხურა. პოსტოპერაციული ჭრილობა  დამუშავედა იოდის ხსნარით  და დაიდო ასპირაციული ნახვევი.
პრეპარატი გაგზავნილ იქნა პათომორფოლოგიურ ლაბორატორიაში. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

ამაზონი ფასდაკლებებით

  ❖  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი ❖  აღნიშნული გვერდის   გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის ...