აპენდექტომია. ოპერაციის მსვლელობის აღწერა.
აპენდექტომია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს, რის გამოც ხდება ოპერაციული ჩარევა.
გთავაზობთ კლასიკური აპენდექტომიის ინტრაოპერაციულ აღწერას.
პაციენტი: 21 წლის
წინასწარი დიაგნოზი: მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი.
operaciis
aRwera:
1. pacientis
mdebareoba saoperacio magidaze: ზურგზე წოლით;
2. saoperacio aris
damuSaveba: ბეტადინის ხსნარით
3. saoperacio
midgoma: მაკ-ბურნეი-ვოლკოვიჩის ირიბი განაკვეთი
4. operaciisas
gamovlenili paTologiuri cvlilebebis aRwera: მკვრივი, ჰიპერემიული, ფიბრინული ნადებით, დაძაბული, 15 სმ სიგრძის აპენდიქსი.
5. intraoperaciuli
diagnozi: მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი
6. operaciis
msvlelobis aRwera:
ინტრავენური ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტს მაკ-ბურნეი-ვოლკოვიჩის განაკვეთით შრეობრივად გაიხსნა მუცლის ღრუ. ჭრილობაში ამოტალია ბრმა ნაწლავის ტერმინალური ნაწილი ჭიაყელა ნაწლავთან ერთად, რომელიც შეშუპებულია, ჰიპერემიული, დაძაბული, ფიბრინის ნადებებით , 15 სმ სიგრძის. მოხდა აპენიქსის ჯორჯლის გამოყოფა და მოკვეთა. ჰემოსტაზის კონტროლი: მშრალი. განხორციელდა აპენდექტომია, ტაკვი დამუშავდა და დაიდო ქისისებრი და Z-სებრი ნაკერები. მცირე მენჯის რევიზიისას აღმოჩენილი იქნა 10-20 მლ მღვრიე სითხე, რომელიც აღებულ იქნა ბაქტერიული დათესვისათვის და ამოიშრო. ჩატარდა მარჯვენა თეძოს ფოსოს სანაცია. მცირე მენჯში ჩატოვებულ იქნა დრენაჟი. მუცლის ღრუს შრეობრივად დაიხურა. პოსტოპერაციული ჭრილობა დამუშავედა იოდის ხსნარით და დაიდო ასპირაციული ნახვევი.
პრეპარატი გაგზავნილ იქნა პათომორფოლოგიურ ლაბორატორიაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий